- Advertisement -

წყალტუბოში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა

ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელის ლილი გელენიძის თქმით დღეს ქვეყანას სჭრიდება სწორი არჩევანის გაკეთება, რომელიც საქართველოს თავისუფელბასა და დემოკრატიულ განვითრებას გაამყარებს.

“დღეს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. სწორი არჩევანის ხაზი კი გადის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატზე. ჩვენ, ცენტრის დაფუძნებით ღია მხარდაჭერას ვუცხადებთ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება არ უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ. ნებისიერ მოქალაქეს, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე შეუძლია ნებისიერ დროს ეწვიოს ცენტრს. გარდა საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისა ჩვენ აქ ასევე ვისაუბრებთ ჩვენი ქალაქის, წყალტუბოს შესახებ” – ამბობს ამბობს
“საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლილი გელენიძემ.

ადგილობრივის გულნაზი ქუთათელაძის თქით ყველას ვისაც სურვილი აქვს იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში დროა ცენტრს ესტუმროს.

“საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ყველა ქართველმა თავისი სახლში, ოჯახში, ქალაქში, ქვეყანაში თავი უნდა იგრძნოს მშვიდობიანად. ამიტომ ვართ დღეს აქ. სალმე ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთება არის დღეს ჩვენი იმედი, რომე ხვალ ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო უკეთესი” – ამბობს გულნაზი ქუთათელაძე, ადგილობრივი.

“საზოგადოებრივი მხარდაჭრის ცენტრი” საინიციატივო ჯგუფმა დააფუძნა და გარდა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭრის გამოცხადებისა მიზნად ისახავს წყალტუბოს განვითარების პერსპექტივებზე საუბარს. ცენტრი მომდევნო წლების განმავლობაში აქტიურად აპირებს მუშაობას.

საზოგადოებრივი ცენტრი რუსთაველის 9 ნომერში (სასტუმრო ორიონი) იფუნქციონირებს. ნებსიმეირ მსურველს დღის ნებისმიერ მონაკვეთში და კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლია ესტუმროს ცენტრს.

Comments
Loading...