- Advertisement -

წყალტუბოში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განაცხადების მიღება დასრულდა

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განაცხადების მიღება დასრულდა. სპეციალურმა კომისიამ შემოსული განაცხადების შეისწავლა დაიწყო.

ქალაქ წყალტუბოს სამივე ზონიდან სულ 25 პროექტის განაცხადი დარეგისტრირდა. I ზონის მაცხოვრებლებმა 9 პროექტი წარმოადგინეს, II ზონიდან – 11, ხოლო III ზონიდან – 5 პროექტი.
კომისია დარეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ მხარეებს შეისწავლის და შედეგებს აცნობებს განმცხადებლებს. 

მომდევნო ეტაპი კი მოქალაქეების მიერ პრიორიტეტული პროექტების არჩევა იქნება, რის შემდეგაც, 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 150 000 ლარის ფარგლებში, აღნიშნულ პროექტებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას წყალტუბოში მხარს უჭერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამა "დემოკრატიის ხელშეწყობა" და საქართველოს ფინანსისტთა ასოციაცია.

Comments
Loading...