წყალტუბოში, სოფელ მუხიანში მოსახლეობამ სოფელში სატვირთო ავტომობილების მოძრაობა გააპროტესტა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 13 მარტი, 2019 88 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში, მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალები სწორედ აღნიშნული მძიმე ტექნიკით გადააქვთ. სოფელ მუხიანის მოსახლეობის პროტესტს ადგილობრივ ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილებს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აეკრძალებათ. აქციაგზაწყალტუბო