- Advertisement -

წყალტუბოში, სოფელ ქვიტკირში მოსახლეობა გზის გასხვისებას აპროტესტებს

წყალტუბოს სოფელ ქვიტირის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები გზის გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მიწა თურქეთის მოქალაქემ იყიდა.

ადგილობრივების განცხადებით, გზის გასხვისებით მათ ეკეტებათ როგორც საცხოვრებელ სახლებთან, ისე სახნავ-სათეს ფართობებთან მისასვლელი გზა.

“ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა მიწა. თურქს აქვს თავისი ბიზნესი. ექვსმეტრიანი კედელი უნდა აღიმართოს აქ. გზა ჩუმად გაასხვისეს, ხალხმა არაფერი იცოდა. ამას ჰქვია, გარეულმა შინაური გააგდოო. სახლებთან ვერ მივალთ. გვეუბნებიან ჭიშკრები აიღეთო და გალავანს გვიშენებენ,”-ამბობს მოსახლეობა.

ადგილობრივები სასამართლოში წასვლას და საერთო სარგებლობის გზის სასამართლოს გზით დაბრუნებას გეგმავენ.

Comments
Loading...