წყალტუბოში, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ეტაპზეა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 8 ოქტომბერი, 2018 105 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. “წყალტუბოში ხორციელდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. საშუალება გვექნება წყალტუბოში ვუმასპინძლოთ მაღალი დონის მატჩებს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას” – გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი. ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი, სამუშაოები ფესხბურთის ფედერაციამ დააფინანსა. ამჟამად მიმდინარეობს, ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი. რეაბილიტაციასტადიონიწყალტუბო