- Advertisement -

წყალტუბოში 2008 წელს ომში დაღუპული გმირების სულებს პატივი მიაგეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწუმენბულ-გუბერნატორის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, 2008 წელს ომში დაღუპული გმირების სულებს პატივი მიაგო.

"ის, რომ დღეს საქართველო არსებობს მსოფლიო რუქაზე, სწორ ასეთი ბიჭების, სამშობლოსათვის თავდადებული გმირების დამსახურებაა. ჩვენ და ჩვენმა მომვალმა თაობებმა, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ჩვენი გმირები" – გრიგოლ იოსელიანი.

2008 წლის ომში გმირულად დაიღუპა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრი – მამუკა სამაკაშვილი, მამია ფანცულაია, რომან უგრეხელიძე და ფილიპე მგალობლიშვილი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირების სულების მოსახსენებლად პარაკლისი მამა ლუკიანემ აღავლინა. ომის თემაზე, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ფილმის ჩვენება გაიმართა. ყოველწლიურად, დაღუპული გმირების ოჯახებს, ადგილობრიივი ბიუჯეტიდან, ერთჯერადი დახმარების სახით, 1000-1000 ლარი გადაეცემათ.

Comments
Loading...