- Advertisement -

ჭანუყვაძე: პრემიერისგან არ მქონია შეტყობინება, რომ თანამდებობას დავტოვებდი, ვაგრძელებ მუშაობას

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე გუბერნატორი შეიცვლებოდა, მათ შორის სახელდებოდა გურიის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც. მოგვიანებით კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რის შემდეგ მერაბ ჭანიყვაძემ მედიასთან განმარტება გააკეთა.

"მე განცხადება არ დამიწერია. დილით თანამშრომლებთან მქონდა საუბარი, რომ თანამდებობას ვტოვებდი, რადგან ახალ პრემიერს აქვს უფლება თავისი გუნდი მოიყვანოს. ეს მე თვითონ გადავწყვიტე, ასე მეთქვა თანამშრომლებისთვის. ვაგრძელებ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. არანაირი შეტყობინება არ გვქონია. ასე რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", – განაცხადა ჭანუყვაძემ.

შეგახსენებთ, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

Comments
Loading...