- Advertisement -

ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მერის მოადგილე დავით ვერულიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაკაიძესთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გიორგი რომანაძესთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ჭახათის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ეტაპობრივად განხორციელდება. წელს შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარი 6 მიმართულებით დაიგო, ასევე სოდომურის მიმართულებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 3 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სამომავლოდაც გაგრძელდება. აღსანიშნავია, ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა. სოფელ კობალაურში XII საუკუნის თაღოვანი ხიდის გადარჩენის მიზნით ლითონის კონსტრუქციის ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატურად მართავს. შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლადრეაბილიტირებული ჭახათის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს.

Comments
Loading...