- Advertisement -

ჭიათურაში გოდერძი სამხარაეძის სახელობის ტურნირი კლდეზე ცოცვაში გაიმართა

მეკლდეურთა შორის გოდერძი სამხარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის კლდეზე ცოცვაში შედგა. ასპარეზობაში 14-18 წლამდე ჭიათურელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ტურნირს,რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“მხარდაჭერით, მეკლდეურთა კლუბ „კარიანი კლდეს“ ორგანიზებით გაიმართა,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე, შპს “ჭორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი ლევან აბრამიშვილი, ღვაწლმოსილი ალპინისტი გოდერძი სამხარაძე და კლუბ „კარიანი კლდეს „ პრეზიდენტი ლადო მუმლაძე დაესწრნენ და გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადასცეს.
გამარჯ მუნიციპალიტეტის მერიამ საპრიზო ფონდი დააწესა და 1 ადგილზე გასულებმა 300, მეორეზე-200,ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელება 150 ლარი მიიღეს.
გოდერძი სამხარაძის მეკლდეურთა ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ტრადიციული გახდება.
სახელოვან ალპინისტს არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი,მათ შორის: მწვერვალი იალბუზი ლეგენდარულ მიხეილ ხერგიანთან და მყინვარწვერი- „ალპინიზმის დედად“ წოდებულ ალექსანდრა ჯაფარიძესთან ერთად.
იცხოვრე ჯანმრთელად
ჯანსაღიცხოვრებისათვის

Comments
Loading...