- Advertisement -

ჭიათურაში დები ჩაფიჩაძეების მემორიალური დაფა გაიხსნა

ჭიათურაში ცნობილი მომღერლების, დები ჩაფიჩაძეების მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას,რომელსაც ჩაფიჩაძეების სიმღერებით, მუსიკალურად კვარტეტი "ჭიათურა" აფორმებდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,მომღერალი დების ნათესავები, თანამშრომლები და შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.  მემორიალური დაფა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და დები ჩაფიჩაძეების უახლოესმა ნათესავმა გახსნეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჭიათურაში, სახლში, რომელშიც, დები ჩაფიჩაძეები ცხოვრობდნენ, მათი სახელის უკვდავსაყოფად, ვხსნით მემორიალურ დაფას,რაც ერთგვარი პატივის მიგება და ღვაწლის დაფასებაა ამ არაჩვეულებრივი მომღერლების, რომლებმაც საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოიპოვეს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარედაც"-განცხადა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ

დებმა ჩაფიჩაძეებმა ჯერ კიდევ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლების დროს გაითქვეს სახელი, როცა ინსტიტუტის სახელოვან საესტრადო ორკესტრშიგამოდიოდნენ . სწორედ მაშინ გაიცნი ისინი კონპოზიტორმა რეზო ლაღიძემ და როცა ლეგენდარული "თბილისო" დაწერა, მაშინვე გადაწყვიტა,რომ ამ სიმღერას დები შეასრულებდნენ  "თბილისოს“ შემდეგაც უამრვი პოპულარული სიმღერა იმღერეს . მათი უკვდავი ხმა შემორჩენილია ფილმში-"საბუდარელი ჭაბუკი“

Comments
Loading...