ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 მაისი, 2018 218 არსებული ინფორმაციით, მაღაროს ერთ-ერთ სანგრევში ქვა ჩამოვარდა და ალექსანდრე დეკანოიძეს დაეცა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებული ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენრტში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულის მიღებას ადასტურებენ, მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.