- Advertisement -

მამუკა ცერცვაძემ ჭიათურის თეატრში მულტიმედიური სპექტაკლი განახორციელა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 124-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა.

წარმოდგენილი გახლდათ თანამედროვე გერმანელი დრამატურგის გერტ რობერტ გრიუნერის პიესა “ნოსტრადამუსი”.

მულტიმედიური,ინოვაციური მიმართულების სპექტაკლი ,რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ განახორციელა,ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ ჭიათურელი მაყურებლისთვის. ეს იყო განსხვავებული ჟანრის სპექტაკლი, თავისი გამომსახველობითი საშუალებებით და განსხვავებული ფორმით,სადაც მსახიობებიც ახალ ამპლუაში წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.სპექტაკლის მხატვარობა ეკუთვნის – ბარბარა ასლამაზიშვილს, ქორეოგრაფია – დადუ ამირანაშვილს,მუსიკა ბეჟან ამირანაშვილს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ჩაჩანიძე, არჩილ ხვედელიძე, გიორგი ბრეგვაძე, გელა მოდებაძე, სოფო ლეთოდიანი, თამუნა ჯაჯანაშვილი, სოფიკო გოგოლაძე, ნინო აბესაძე, ქეთევან აბაშიძე.

აღსანიშნავია,რომ ეს პიესა საგანგებოდ ითარგმნა ჭიათურის თეატრისთვის.
პრემიერამ, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე, პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე,მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება ხვდა წილად.

Comments
Loading...