- Advertisement -

ჭიათურაში მამა გიორგი გოგოლაშილის ფოტო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის ფოიეში მამა გიორგი( გოგოლაშვილის) ფოტო ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით-„ ჩვენი ეპარქიის ქრონიკები“ გაიხსნა.

ფოტოებზე აღბეჭდილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში აღესრულა სხვადასხვა დროს. ავტორმა გამოფენა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში მიტროპოლიტ დანიელის ეპარქიის მმართველად ყოფნის 15 წლისთავს მიუძღვნა.გამოფენა გახსნა და საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა,მეუფე დანიელმა.მეუფემ ფოტოგამოფენა ქადაგებას შეადარა და ამ ისტორიული კადრების მხატვრულ და შინაარსობრივ დატვირთვაზე ისაუბრა.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებს.„განსაკუთრებული ოსტატობით წარმოდგენილი ნამუშევრები“ უწოდა .
„არაჩვეულებრივი გამოფენაა. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ,ამ მართლაც განსაკუთრებული ოსტატობით შესრულებული ნამუშევრებით,რაც თითოეულ დეტალში იგრძნობა-განაცხადა გივი მოდებაძემ.
გამოფენაზე ასევე სტყვით გამოვიდნენ მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ნანული წერეთელი,აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი და სხვები.
გამოფენა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

Comments
Loading...