- Advertisement -

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი შიმშილობს

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი შიმშილობს. მათ გუშინ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მოშიმშილეები ყვებიან, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და გამოუშვა, ერთ-ერთ მათგანს, თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგზარდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა.

Comments
Loading...