- Advertisement -

ჭიათურაში რამდენიმე ლოკაციაზე ტრენაჟორები დამონტაჟდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, გიორგაძის, ჭავჭავაძის,ნიკოპოლისა და ტაბიძის ქუჩებზე თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა.

ტრენაჟორები,რომელიც ყველა თაობის ასაკის ადამიანზეა გათვლილი, დღეს საღამოს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ სამსახურების უფროსებთან ერთად მოინახულა.

ტრენაჟორები ჯერ მხოლოდ 4 ადგილზე დავამონტაჟეთ და სასიხარულოა,რომ ყველა თაობის ადამიანში იგრძნობა დაინტერესება. ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ და მომავალში მათ რიცხვს გავზრდით,“- განაცხადა გივი მოდებაძემ…
ტრენაჟორების შესაძენად 74,576 ლარი გამოიყო.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეო პარკმა“ შეასრულა.
სავარჯიშო ზონა გადახურულია და მსურველებს ვარჯიშის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროსა და კლიმატში აქვთ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ახლად დამინტაჟებული განათებები მოინახულა.

Comments
Loading...