- Advertisement -

ჭიათურაში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა

ჭიათურაში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა და უახლოეს დღეებში აუზი მუშაობას განაახლებს. დიდ აუზთან ერთად სრული დატვირთვით ამუშავდება პატარა აუზი, რომელიც გათვლილია 3- დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, აკაკი სამხარაძესთან ერთად 27-ე სპორტულ სკოლასთან არსებული საცურაო აუზის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

ჭიათურის მერის თქმით, აუზს ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან რემონტი არ ჩატარებია და შესაბამისად, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მილ-გაყვანილობა, მთლიანად გამოიცვალა საქვაბის მოწყობილობა, ბოილერები და ფილტრები.

„ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით წვლილი შევიტანოთ საზოგადოების კეთილდღეობაში .ამდენად, მომავალ წელს აუზის იერ-სახის მოწესრიგებაზე ვიზრუნებთ-განაცხადა პაატა ნადირაძემ.
სამუშაოები შეასრულა შპს “კოლხა 2014“
პროექტის ღირებულება -117599,98 ლარი.

Comments
Loading...