- Advertisement -

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა-2018” აღინიშნა – ფოტორეპორტაჟი

ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება გაიმართა.. პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით.

საზეიმო ღონისძიებებს ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებული გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესასწაულმა სტარტი ნინოშვილის ქუჩაზე აიღო და სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდა. ქალაქის მთავარი ქუჩა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-დრამატულმა თეატრმა თეატრალური პერფორმანსი წარმოადგინა. მოეწყო გამოფენები , საკონცერტო ჩვენებები, ფლეშმობები,ცხენებით ჯირითი,წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვები,სპორტული სანახაობები,ღონისძიებებში სხვადასხვა აქტივობებით ჩაერთვნენ ბაღები და ქალაქის საჯარო სკოლები. .პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში ვერაგულად მოკლული პოეტის მემორიალური დაფა, გამარჯვების პარკშის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ტურისტული კუთხე: „იმოგზაურე და აღმოაჩინე ჭიათურა“ ასევე,ჭიათურის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო- მასალები, ნახატები, კერამიკული ნაწარმი და სხვადასხვა ხელნაკეთობები. ძალზე ორიგინალურად წარმოდგენილი -ძველი ფოტოგრაფის კუთხე.

ღონისძიების ფარგლებში სოფელ კაცხში ,საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული კუთხე „იმერული ეზო“ მოეწყო.იმავე დღეს კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძარში ჭიათურის ჩოხოსანთა საზოგადოება დაფუძნდა.

შემდეგ ღონისძიებებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. იქაც, სადღესასწაულოდ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.დღესასწაულში, ტრადიციულად, ადმინისტრაციული ერთეულებიც ჩერთვნენ და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული კუთხე ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს.

ჭიათურობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ნაწილი, ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევა გახლდათ.წელს ეს პატივი წილად ხვდათ: ცნობილ ალპინისტს გოდერძი სამხარაძეს, ექიმს ზურაბ ლოლაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფიის დოქტორს გიორგი დვალაშვილს.გამარჯვებულები იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებულმა გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ,ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციციქიშვილმა დააჯილდოვეს.
იმერეთის გუბერნატორმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ჭიათურობა“ მიულოცა.
ასევე საზეიმო ვითარებაში მოხდა წარმატებული ჭიათურელების დაჯილდოება.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე „ქართული ხმების“ კვარტეტის კონცერტით და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

Comments
Loading...