- Advertisement -

ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის მკვიდრი ახალგაზრდა 25 წლის ზურაბ ბერიძე 5 დღის წინ გაუჩინარდა. ოჯახი და პოლიცია მას აქამდე უშედეგოდ ეძებდა. დღეს გვამი ტყის პირას დამწვარი იპოვეს. გვამი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...