- Advertisement -

ჭიათურაში შინდისის გმირი-შმაგი კუპატაძე გაიხსენეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ ,მოადგილე ლიკა ჭუმბურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის, შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს. 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ომს და ამ ომის გმირებს. ჩვენთვის საამაყოა,რომ ერთ-ერთი გმირი ჩვენი თანაქალაქელი შმაგი კუპატაძეა. სწორედ შმაგის და ყველა იმ ბიჭების თავდადების მაგალითზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ამ ომს, უნდა გაიზარდონ თაობები- აღნიშნა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და გმირი შვილის აღზრდისთვის , გარდაცვლილის მშობლებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა .

შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში რიგით კაპრალად მსახურობდა.
შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.
 

Comments
Loading...