- Advertisement -

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში, ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა.

თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღს,რომელიც 60 ბავშვზეა გათვალისწინებული სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, გაკეთდა სველი წერტილები, სამზარეულო.მოეწყო ბავშვთა და პერსონალთა ოთახები

“ჭიათურის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობაა და ყველაფერს გავაკეთებთ ,რომ ყველა ბაღში პატარებს ჰქონდეთ სათანადო პირობები -აღნიშნა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „გოლდ დენ ბრომ“ შეასრულა
პროექტის ღირებულება 45 360 ლარს შეადგენს.

სოფელ დარკვეთის საბავშვო ბაღი არის რიგით 28-ე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

Comments
Loading...