ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 ივლისი, 2018 158 ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 5 სოფლის—ეწერის, ხრეითის, სარქველეთუბნის, ვაჭევისა და ხვაშითის მიმართულებით გზების მშენებლობა მიმდინარეობს. ხვაშითსა და ჯვარი -ეწერში მიმდინარე სამშენებლო პროცესი ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა. პაატა ნადირაძე სამუშაოს მწარმოებლებს გაესაუბრა და პროექტის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. ჯვარი ეწერზე საავტომობილო გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა.პროექტის ღირებულება,რომლის პირველი ეტაპიც 2017 წელს დასრულდა , 443131 ლარს შეადგენს ↪სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „საპოვნელა+ ასრულებს, გზის სამშენებლო პროცესი სექტემბერში დასრულდება. რაც შეეხება ხვაშითის ადმინისტრაციულ ცენტრს,სადაც საავტომობილო გზის 4 ათას 50 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს,➡ სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „კლასიკსტროი" ასრულებს. პროექტის ღირებულება 823389 ლარს შეადგენს.