- Advertisement -

ჭიათურის სოფელ ვაჭევის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ჭიათურაში ქვაციხე-ვაჭევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 3 კმ.გზის მონაკვეთზე დაიგო აფალტის საფარი ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე დღეს პირველ მოადგილესთან გივი მოდებაძესთან,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან აკაკი სამხარაძესთან და სამსახურის უფროსებთან ერთად,დასრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 751000 ლარს შეადგენს,
სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს "ნიუ პოვერი "შეასრულა. მუნიციპალიტეტის მერის,პაატა ნადირაძის თქმით,უახლოეს პერიოდში გზის დარჩენილ მონაკვეთზე ( (სოფელ ღვითორისა და ვაჭევის გადასახვევი) გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი.

გზის მონახულების შემდეგ პაატა ნადირაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.
როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, ასეთი გზის დაგება სოფლისთვის წარმოუდგენელი ოცნება იყო. გზა მრავალი ათეული წელი სავალალო მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

Comments
Loading...