ჭიათურის ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 14 თებერვალი, 2018 311 დღეს 18:30 საათიდან ხვალ 12:00 საათამდე ჭიათურის ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. „14 თებერვლის 18:30 საათიდან 15 თებერვლის 12:00 საათამდე ჭიათურაში – რუსთაველის; ინტერნაციონალის; კოსტავას; ქუთაისის; ტყაბლაძის; სიხარულიძის; თბილისის; თავისუფლების; თ.ერისთავის; მაღაროს; ნინოშვილის; ტოლსტოის; წერეთელის; ალ.ყაზბეგის; იაშვილის; ჭავჭავაძის; კუპატაძის; ძმები დეკანოზიშვილების; მღვიმევის და თხელიძის ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.