- Advertisement -

“ჭიათურობა 2018”-თან დაკავშირებით 1-3 ნოემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის 1 ნოემბერს 10:00სთ- დან 17:00სთ-მდე; სამონტაჟო სამუშაოებისათვის 2 ნოემბერს 12:00სთ-დან 17:00სთ-მდე; „ჭიათურა 2018“- ის ღონისძიების ჩატარებისათვის 3 ნოემბერს 09:00სთ-დან 17:00სთ-მდე.

ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Comments
Loading...