- Advertisement -

ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს პრემიები გადაეცემათ

ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ფულადი პრემიები გადაეცემათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მთვრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
"დღეს პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, ჭუბერში წყალდიდოდბის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეფექტიანი ჩართვისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიებით დავაჯილდოვოთ.

ასევე მინდა, საჯაროდ ვთქვა, ქართული შეიარაღებული ძალები მუდამ მზად იქნება ყოველთვის იდგეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა, იყოს მაქსიმალურად მხარდამჭერი, როდესაც მოსახლეობას დახმარება სჭიდება. ასევე ჩვენ მომავალშიც ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების განმუხტვის თვალსაზრისით", – აღნიშნა ლევან იზორიამ.

Comments
Loading...