ჭუბერში 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს ხიდის აღდგენითი სამუშაოები მესტიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 ივლისი, 2018 156 ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა და ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ჭუბერის რწმუნებული ნინო ვიბლიანი აცხადებს სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. მისივე თქმით, დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა.