- Advertisement -

ხაიშში საპროტესტო აქციაა- მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას ითხოვს

ამ წუთებში ხაიშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივბის მოთხოვნა უცვლელია – არ განახლდეს და აიკრძალოს დიდი ჰესების, მათ შორის ხუდონჰესის მშენებლობა, მოხდეს ადგილობრივების კუთვნილი მიწების რეგისტრაცია და მათთვის სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მინიჭება.

"ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – მოხდეს დამანგრეველი ჰესების მშენებლობის შეჩერება, დაგვიკანონდეს მიწები და მოგვენიჭოს სტატუსი"-აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

მათი თქნით, იმ შემთხვევაში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფულდა აქციები 3 ივნისიდან განახლდება.

Comments
Loading...