- Advertisement -

ხანდამაშვილი:მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით, ერთი მეწარმე შეძლებს დაასაქმოს რამდენიმე თანასოფლელი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ზიარის, ფხოველის, ქოდალოსა და ს.გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება ავრცელებს.

მერობის კანდიდატმა ზიარ-ფხოველის ტურისტულ პოტენციალზე, არქეოლოგიურ გათხრებზე, ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა და მათ სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „ფხოველი იმდენად მდიდარია თავისი ძველი საქარავნო გზით, რომელიც აკავშირებს სოფელ ჭერემს და შესაძლებელია გადაკვეთა სიონთან და მცხეთასთან, რომ ერთი დიდი და საკმაოდ დატვირთული ტურისტული მარშრუტი შეიძლება შედგეს, თავისი ულამაზესი ტბებითა და ახტალის პროტოტიპით, რომელსაც ინფრასტრუქტურული მოწყობა სჭირდება. ეს ყველაფერი ერთიანობაში შექმნის და საფუძველს ჩაუყრის, როგორც ზიარ-ფხოველის, ასევე მიმდებარე სოფლების გამოცოცხლებას, გააქტიურებასა და რაც მთავარია მეტი დოვლათის შექმნას მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმებასა და ამ მიმართულებით

მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმებასა და ამ მიმართულებით არსებულ რესურსებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

„ჩვენი მთავარი ამოცანა სოფლებში მცირე მეწარმეობის განვითარება უნდა გახდეს, რომელიც თავის მხრივ შექმნის სამუშაო ადგილებს სოფელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ჩვეულებრივი მცირე მეწარმე დაასაქმებს რამდენიმე თანასოფლელს, ხოლო ახალი ტექნოლოიები კი მოგვცემს საშუალებას, შრომის შემცირების ხარჯზე მივიღოთ გაზრდილი შედეგი. ეს იქნება ე.წ შრომითი ჯაჭვი, რომელიც სოფელს ეკონომიკურად გააჯანსაღებს,“- განაცხადა მერობის კანდიდატმა.

Comments
Loading...