- Advertisement -

ხანძარი ხულოში – დაიწვა დამხმარე შენობა ნაგებობა, განადგურდა ზამთრის მარაგი

ხულოში სოფელ გუდასახოში თამაზ ნათიძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა თუმცა მთლიანად დაიწვა დამხმარე შენობა ნაგებობა, განადგურდა ზამთრის მარაგი და ბოსლის ეზოში არსებული თივაც.

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან დაზიანდა სახლში არსებული ნივთებიც, ქრობის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს სადაც ჩართულია სახანძრო სამაშველო სამი ბრიგადა და ადილობრივი მოსაზლეობა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი ეს ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია რა სახის დახმარება გაეწევა ნათიძეების დაზარალებულ ექვს წევრიან ოჯახს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მათივე ინფორმაციით მოხდება ზარალის აღრიცხვა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა სახის დახმარებას მიიღებს ოჯახი.

Comments
Loading...