- Advertisement -

ხარაგაულის მერია სამწლიანი სამოქმედო გეგმას აქვეყნებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019-2021 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, სამწლიან სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვს მინიჭებული. 90 პროექტი, რომლებსაც რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს, ძირითადად, საგზაო ინფრატრუქტურის მშენებლობაზეა ორიენტირებული. 

„გზა ყველა სოფელს“ – ხარაგაულის მერის წინასაარჩევნო სლოგანი ძალაშია და დაპირებისამებრ, მომავალი სამი წლის განმავლობაში, ხარაგაულის 78-ივე სოფელში ცენტრალური გზა რეაბილიტირებული იქნება.
გთავაზობთ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, და აქვე აღვნიშნავთ, რომ სამოქმედო გეგმაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები.
2019 წელს, ხარაგაულში, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება:

1. ბაზალეთის ა/ერთეულში ნანიტაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია – 114000 ლარი;
2. ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი) -100000 ლარი;
3. უბისა ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი) – 100000 ლარი;
4. სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 120000 ლარი;
5. სოფელ ვარძიის გზის რეაბილიტაცია – 100000 ლარი;
6. სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 235000 ლარი;
7. სოფელ ზვარეში კიკნაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია – 100000 ლარი;
8. სოფელ კიცხში ავალიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია და ჯიმშიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150000 ლარი;
9. სოფელ ლაშეში კიკალიშვილების, ცისკაძეების, მაჭავარიანების და მანჯავიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია – 350 000 ლარი;
10. სოფელ ზედა უჩამეთის გზის და მესირიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 175 000 ლარი;
11. სოფელ ხემაღალში კვინიკაძეების და მაჭავარიანების უბანში გზის რეაბილიტაცია – 296 000 ლარი;
12. სოფელ მარელისში ზედა კოდაბოლოს გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150000 ლარი;
13. სოფელ ლაშეში არჯევანიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია – 230 000 ლარი;
14. სოფელ ნადაბურში ძამულის უბანში ხიდის მშენებლობა – 180 000 ლარი;
15. სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 225 000 ლარი;
16. ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 125 000 ლარი;
17. სოფელ ისლარში გზის რეაბილიტაცია – 250 000 ლარი;
18. საჯვარე-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი)- 200 000 ლარი;
19. სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 70 000 ლარი;
20. სოფელ პატარა ვარძიაში დვლების საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 110 000 ლარი;
21. ხევის ა/ერთეულში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 175 000 ლარი;
22. სოფელ ხიდარში ბორიმელაზე ხიდის მშენებლობა და მასხარაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
23. სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
24. სოფელ საქარიქედის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 250 000 ლარი;
25. სოფელ ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია – 220 000 ლარი;
26. დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
27. სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა – 25 000 ლარი;
28. სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა – 25 000 ლარი;
29. სოფელ ხევის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია – 100 000 ლარი;
30. გედსამანიის გზის რეაბილიტაცია 500 მეტრი (მეორე ეტაპი) – 60 000 ლარი;
საერთო თანხა 4 735 000 ლარი.

2020 წელს განსახორციელებელი პროექტები:
1. სოფელ სხლითის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 180 000
2. სოფელ ვერტყვილას გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 55 000
3. სოფელ ფარცხნალი ახალსოფელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 114 000 ლარი;
4. უბისა ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (მეორე ეტაპი) – 95 000 ლარი;
5. სოფელ ჩხერის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 235 000 ლარი;
6. სოფელ ზედა უჩამეთის გზის და მესირიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 166 250 ლარი;
7. სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 213 750 ლარი;
8. სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 125 000 ლარი;
9. ხევის ა/ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 175 000 ლარი;
10. სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცი – 100 000 ლარი;
11. დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია – 100 000 ლარი;
12. სოფელ ხიდარში საუბნო გზების და ხიდარი ვარძიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
13. სოფელ პატარა ვარძიაში დვლების საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 110 000 ლარი;
14. გედსამანიის გზის რეაბილიტაცია 500 მეტრი (მესამე ეტაპი) – 60 000 ლარი;
15. სოფელ ბორის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
16. საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 300 000 ლარი;
17. სოფელ კიცხში ავალიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია და ჯიმშიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
18. სოფელ ნადაბურში საჩხერესთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა – 200 000 ლარი;
19. სოფელ ვარძიაში ოკრიბელაშვილების უაბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 110 000 ლარი;
20. სოფელ ვახანში ჭიქავების უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 225 000 ლარი;
21. სოფელ ზვარეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 200 000 ლარი;
22. სოფელ თეთრაწყაროში ვეფხვაძეების და გიორგიძეების უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
23. სოფელ ღვერკის ქვედა უბანის, გორგაძეების და თხელიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
24. სოფელ ზედა ლაშეში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 100 000 ლარი;
25. სოფელ ლეღვანში ქვიანთის და ქურდაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 200 000 ლარი;
26. სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 130 000 ლარი;
27. სოფელ ზარანის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150 000 ლარი;
28. სოფელ ღუდუმექეთში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150 000;
29. ვერტყვიჭალაში ციცქიშვილების და ჭის უბანში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 125 000 ლარი;
30. სოფელ მარელისში ზედა კოდაბოლოს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
31. ხუნევი-ბჟინევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 100 000 ლარი;
ჯამში 4 750 000 ლარი.
2021 წელი
1. სოფელ ვახანში ჭიქავების უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 225 000 ლარი;
2. სოფელ ზვარეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
3. სოფელ ლეღვანში ქვიანთის და ქურდაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი – 250 000 ლარი;
4. სოფელ ზარანის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
5. სოფელ ღუდუმექეთში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
6. საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 300 000 ლარი;
7. ვახანის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია – 25 000 ლარი;
8. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის სახურავის და წყალანირების არხის მოწყობა – 100 000 ლარი;
9. წყალაფორეთის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია – 25 000 ლარი;
10. ღორეშის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს რეაბილიტაცია – 35 000 ლარი;
11. ხიდარის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა – 35 000 ლარი;
12. მოლითის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია – 100 000 ლარი;
13. სოფელ ახალსოფელის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 250 000 ლარი;
14. სოფელ ამაშუკეთის გზის რეაბილიტაცია – 250 000 ლარი;
15. სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
16. სოფელ ჩხერის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 215 000 ლარი;
17. სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 235 000 ლარი;
18. სოფელ ღორეშაში საუბნო გზების რეაბილიტაცია (მეორე უბანი 1კმ, ეკლესიის უბანი 1კმ, კუპრაძეების უბანი 0,550კმ, მჭედლიძეების უბანი 0,700კმ, გოგოლაძეების უბანი 0,400კმ, სულაქველიძეების უბანი 0,350 კმ) – 250 000 ლარი;
19. სოფელ წიფის გზის რეაბილიტაცია – 180 000 ლარი;
20. საჯვარე-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
21. ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 100 000 ლარი;
22. სოფელ ღარიხევის გზის რეაბილიტაცია (მერე ეტაპი) – 180 000 ლარი;
23. სოფელ ნადაბურში ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
24. სოფელ ნებოძირში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 80 000 ლარი;
25. სოფელ ფონის გზის რეაბილიტაცია – 55 000 ლარი;
26. ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 250 000 ლარი;
27. იგორეთი-საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 100 000 ლარი;
28. სოფელ ნადაბურში გიორგაშვილების უბანში ხიდის მშენებლობა – 100 000 ლარი;
29. სოფელ სხლითის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) – 250 000 ლარი;

საერთო თანხა 4 740 000 ლარი.

Comments
Loading...