ხარაგაულის მერია 43 000 ლარიან ავტომობილს ვერ შეიძენს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 13 თებერვალი, 2019 74 ხარაგაულის მერიას 43 000 ლარიანი ავტომობილის შეძენა სურდა, მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს წევრების განცხადებით, მერიას 4 ავტომობილი უკვე ჰყავს, დამატებით ავტომობილის შეძენა კი ფუფუნებას წარმოადგენს. ” საქმის კეთებისთვის მერიას 4 მანქანა ემსახურება, რაიონში არსებული პრობლემების ფონზე 43 000 ლარიანი ავტომობილის შეძენას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით,”- აცხადებენ ხარაგაულის საკრებულოს წევრები. ავტომობილიმერიხარაგაული