ხარაგაულის მერი მოადგილე მოითის მოსახლეობას შეხვდა რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 5 მარტი, 2021 16 ხარაგაულში, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში რვა სოფელი შედის – მოლითი, ქვები, ბაბი, ჭარტალი, დეისი, ბეჟათუბანი, ანიულა და ნებოძირი. დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ზემოთ აღნიშნულ ყველა სოფელში შედგა. შეხვედრებს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უძღვებოდა. მოსახლეობამ ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: მოლითი – 12 000 ლარი – გზის შეკეთება, წყლის მილების შეძენა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია; ანიულა – 10 000 ლარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია; ბეჟათუბანი – 10 000 ლარი – გზის შეკეთება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყლის მილების შესყიდვა; ნებოძირი – 10 000 ლარი – გარე განათების სისტემის მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა; ქვები – 12 000 ლარი – საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება(ზედა ქვები), გარე განათების სისტემის მოწყობა(ქვედა ქვები); ჭარტალი – 10 000 ლარი- გზის შეკეთება, წყლის სისტემის მოწყობა, საფეხმავლო გზის ნაპირზე მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა; ბაბი – 10 000 ლარი- საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება, წყლის მილების შესყიდვა; დეისი – 10 000 ლარი – გარე განათების მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა. ხარაგაული