- Advertisement -

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანს ჩინური კომპანიის მიმართ ბრლადებები აქვს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულების გარდა, ჩინური კომპანიის მიმართ ბრლადებები აქვთ სოფლის მოსახლეობასაც. როგორც სოფელ ბეჟათუბანში მცხოვრევლები აცხადებენ, გვირაბში სამუშაოების დროს, როდესაც აფეთქება ხდეა მიწა ირყევა, თამაზ კაკიაშვილის კი საცხოვრებელი სახლი 13 იანვრის ღამეს მთლიანად დაენგრა. "დაახლოევით დილის 5 საათი იქნებოდა, ძლიერი რყევა ვიგრძენით, დავუყვირე სახლში ყველას რომ გარეთ გასულიყვნენ, რამდენიმე წამში სახლი მთლიანად თავზე ჩამოგვემხო. მოვითხოვთ დახმარებას, ვინც ეს ჩინური კომპანია შემოუშვა და უფლებას აძლევს გვირაბი გაიყვანონ, კომპესაცია მოგვცენ, სად წავიდეთ, ღია ცის ქვეშ ვიცხოვროთ?"- აცხადებს სოფელ ბეჟათუბანში მცხოვრები თამაზ კაკიაშვილი. ცნობისთვის, ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაოებს პროტესტის ნიშნად არ აწარმოებენ. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს. ბეჟათუბანში ადგილობრივები და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

Comments
Loading...