- Advertisement -

ხარაგაულის სოფელ ახალსოფელში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ერთ კილომეტრიან გზას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფელში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 171 855 ლარით დაფინანსდა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძესთან და ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან ერთად, გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

ახალსოფლის გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.სამუშაოები სახელშეკრულებო ვადებით აგვისტოს ბოლოს დასრულდება. 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 26 სოფლის გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. 

Comments
Loading...