- Advertisement -

ხარაგაულის სოფელ გრიგალათში გზის დაგება მიმდინარეობს

სოფელი გრიგალათი ხარაგაულიდან 48 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ზემო იმერეთის საზღვარზე, ხევის ადმინისტრაციული ერთეულის ეს ულამაზესი სოფელი ზ.დ. 600 მეტრზე, მდინარე რიკოთულას ორივე მხარესაა დასახლებული. 

გრიგალათში, მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. ადგილობრივები ყვებიან, რომ უგზოობა დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის 1 600 მეტრიან მონაკვეთს, ახლა, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.

ბეტონის დასხმის სამუშაოები გრიგალათში ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, თემური თაბუკაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში გზის გასწვრის მოეწყობა გვერდულები, საჭიროების ადგილებზე გაკეთდება სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. გზის სიგანე – 3,5 მ-ია, ხოლო ღირებულება – 310 622 ლარს შეადგენს. 

ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ხარაგაულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტების შესყიდვა და გზების მშენებლობაში 5%-იანი თანამონაწილეობა კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება.

Comments
Loading...