- Advertisement -

ხარაგაულში აკადემიკოს ევგენი ხარაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

ევგენი ხარაძის 110 წლის იუბილეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენ.

აკადემიკოს ევეგენი ხარაძის 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მშოლიურ სოფელ ფარცხნალში ღონისძიებით აღინიშნა.

სოფელ ფარცხნალში ევგენი ხარაძის სახლმუზეუმში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ ლიტერატურული სპექტაკლიდან „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ნაწყვეტი წარმოადგინა. მსახიობმა საინტერესოდ ისაუბრა ევგენი ხარაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეცნო თუ, როგორი წარმატებული ასტრონომი, მეცნიერი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე აღიზარდა ხარაგაულში ევეგენი ხარაძის სახით, რომლის ღვაწლი ფასდაუდებელია მეცნიერებაში. 

საიუბილეო საღამოზე იზა ვეფხვაძემ ასევე, მცირედ მიმოიხილა მისივე ავტორობით გამოსული წიგნი „ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო“. ისაუბრა სოფელ ფარცხნლის უნიკალურობაზე, რომლის მკვიდრებმაც მსოფლიო მნიშვნელობის აღიარება მოიპოვეს და ამით უკვდავყვეს საკუთარი სოფლის სახელი.

ევგენი ხარაძის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მეუღლესთან, ეკა კახიანთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი-რწმუნებული გივი ჭიჭინაძე, მოადგილეებთან ერთად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდმარე მანანა ბარბაქაძე, მოადგილე რუსუდან გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ევგენი ხარაძე გამოჩენილი ქართველი ასტრონომი, სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ცნობილი ასტრონომი მრავალი წლის განმავლობაში არაერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. გახლდათ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი …
 

Comments
Loading...