- Advertisement -

ხარაგაულში, რკინისგზის მშენებლობაზე დასაქმებულების უსაფრთხოებას შრომის ინსპექცია შეისწავლის

ხარაგაულის რაიონში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბში დასაქმებულების გაფიცვაზე, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

მათი განცხადებით, საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო შრომის ინსპექციამ და უახლოეს მომავალში დასკვნაც გამოქვეყნდდება, რამდენად არის დასაქმებულების უსაფრთხოება დაცული მშენებარე გვირაბში და რამდენად სამართლიანია გაფიცულების მოთხოვნა საშველებო ხარჯებთან დაკავშირებით.

გაფიცულები ადგილზე ელოდებიან პროფკავშირების, ჩინური კომპანიისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს.

სოფელ ბეჟათუბანშუ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.

Comments
Loading...