- Advertisement -

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

Comments
Loading...