- Advertisement -

ხარაგაულში, სოფელ ნუნისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მაღალმთიანი სტატუსის მქონე ხარაგაულის სოფელ ნუნისში ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

ნუნისის ღვთისმშობლის სახელობის ბერების მონასტრიდან გზის 2 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოლითის ცეტრალურ გზამდე დაიგება.
ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი ზაფხულობით ასეულობით ტურისტს ღებულობს, ამიტომ სოფელში ინფრტსრუქტურის განვითარებას ადგილობრივები დიდი იმედით ელოებიან. 

ნუნისში მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ მოინახულეს და გზის მიმდინარე პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელში რეგიონული განვითარების ფონდიდან 311,444 ლარით დაფინანსდა. ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5% შადგენს.

Comments
Loading...