- Advertisement -

ხარაგაულში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხების ათვისება აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ხარაგაულის, ხიდრისა და საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დასრულდა სამუშაოები.

კერძოდ, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები  დაბა ხარაგაულში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  (3 000 ლარი).

საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. გაიწმინდა და გასწორხაზოვნდა ცენტრალური გზა (4 100 ლარი), ასევე, ბაკურაძეების (400 ლარი), ა. კიკნაძის (1 500 ლარი), იჩქიტიძეების (4 100 ლარი) საუბნო გზები.

სოფელ ზარანში გზის აღდგენითი სამუშოაები შესრულდა ცენტრალურ გზაზე (5 000 ლარი), მელისკარის უბანში კი მოიხრეშა გზის სავალი ნაწილი (2 000 ლარი).

ჯაფაროულში გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა ცენტრალურ გზას (3 000 ლარი), ასევე, კალატოზისა (500 ლარი) და ორთოიძეების (1 500 ლარი) საუბნო გზებს.

გზის გაწმენდა და გასწორხაზოვნება დასრულებულია ასევე შემდეგ სოფლებში:

სხლითის ცენტრალური გზა (4 000 ლარი); ლომსაძეებისა და ტოროშელიძეების საუბნო გზები (1 500 ლარი);

ჩხერის ცენტრალური გზა (2 000 ლარი), დავით ასათიანის (1 500 ლარი), ზაქარია ლურსმანაშვილის (1 500 ლარი), ივანე ცხოვრებაძის (500 ლარი), დოგველას საუბნო გზები. დოგველას უბანში, ასევე, მოხდა ხიდ-ბოგირის შეკეთება (10 000 ლარი);

სოფელ ვანში, ჩხაკოურის (2 000 ლარი), კალათოურის (2 000 ლარი), რომან ტაბატაძისა (2 000 ლარი) და ჟორა ტაბატაძის (1 000 ლარი) უბნებში.

ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ბორიმელაზე არსებული ხიდის მიმდებარედ მოხდა ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა (25 800 ლარი), ბაჩიაშვილების უბანში გზის გასწორხაზოვნება  და ხიდ-ბოგირის შეკეთება (6 100 ლარი), დაწყებით სკოლასთან რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე დაზიანებულ გზას (3 600 ლარი).

 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხების ათვისება, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, ზოგიერთ მათგანში კი სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერია გამოცხადებული.

Comments
Loading...