- Advertisement -

ხარაგაულში 12 სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 სკვერის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ხარაგაულში არსებულ სკვერებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია ი/მ ზვიად გოგოლაძე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ხარაგაულში მდებარე 12 სკვერს სრული რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდება. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგიონული განვითარების ფონდთან. რეაბილიტაციაში იგულისხმება სკვერებში ინვენტარის განთავსება. დაიდგმება ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა“ – აღნიშნა ნიკო თოფურიძემ.  

სკვერების ჩამონათვალი, რომელთა რეაბილიტაციაც იგეგმება.

1.      ჩოხოსნების სკვერი;

2.      თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერი;

3.      მერიის წინ, 9 აპრილის ქ. N15-ში მდებარე სკვერი;

4.      ვეფხვია ღონღაძის სახელობის სკვერი;

5.      დაბაში, ცენტრალური პარკის წინ მდებარე სკვერი (მემორიალთან);

6.      დაბაში 9 აპრილის სახელობის სკვერი (ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებასთან);

7.      დაბაში პოლიციის წინ მდებარე სკვერი;

8.      ე.წ. „დევების სკვერი“

9.      ევგენი ხარაძის სახელობის სკვერი;

10.  ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სკვერი;

11.  პატარა ხარაგაულში მდებარე სკვერი;

 

12.  დაბაში სპორტსკოლის მიმდებარედ არსებული სკვერი.

Comments
Loading...