- Advertisement -

ხატიაშვილი: ზემო ხოდაშენში “ბადაგონის” გარდა სხვაგან სამუშაო ადგილები არ არის!

ბადაგონში მიმდინარე ბრიფინგზე კონკრეტული პირების ინტერესებზე ისაუბრა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა. მან გუშინდელ პროცესებში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი დაადანაშაულა. ასევე, ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდა საკითხით დაინტერესებისკენ და ქარხნის თანამშრომლებთან პირადად შეხვედრისკენ. 

"რას ემსახურებოდა და ვის ემსახურებოდა გუშინდელი შემოვარდნა. ეს ადამიანები, ეს ამდენი თანამშრომელი რჩება ულუკამპუროდ. არანირი სამუშაო ადგილი აქ არ არის, გარდა "ბადაგონის" კომპანანიის. "ბადაგონი" არის ყველაზე წარმატებული კომპანია და სწორედ ამიტომ ხდება ასეთი ვანდალური შეტევა. მე ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დარწმუნებით ვამბობ, რომ დღეს ამ ყველაფრის უკან დგას დავით ბეჟუაშვილი და დღევანდელი ეკონომუკის მინისტრი დავით ქუმსიშვილი.

სწორედ მათგან არის კარგად დაგეგმილი ეს შემოვარდნა და თავდასხმა კომპანიაზე. მე მივმართავ პრემიერმინისტს, მთავარ პროკურორს და მოვუწოდებ თუ მთელი ხელისფუელბა არ არის ჩართული ამ შემოვარდნაში, მოიხადონ ბოდიში კომპანიის და თანამშრონლების წინაშე და შეწყვიტონ ეს უსაფუძვლო ძიება. ეს არის ვანდალური ფაქტი, პარალიზებულია საწარმოები." განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

უკვე მეორე დღეა, კომპანია ბადაგონში შეწყვეტილია სამუშაო პროცესი. კომპანიაში 600 ადამიანია დასაქმებული.

Comments
Loading...