- Advertisement -

ხაშურელი სამბისტის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

ხაშურის სასპორტო სკოლის აღზრდილი ვახტანგ მეტივიშვილი სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ ჭაბუკთა და ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს
მედლის მფლობელი გახდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ვახტანგ მეტივიშვილი მწვრთნელ ბუხუტი ბუხრიკიძის ზედამხედველობით ვარჯიშობს. სპორტსმენის გამგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ასპარეზობაზე საქართველოს ჭაბუკ სამბისტთა ნაკრებმა ჯამში 12 მედალი მოიპოვა. აქედან 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

Comments
Loading...