ხაშურელმა ნორჩმა მევიოლინემ ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა ხაშურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 დეკემბერი, 2017 308 8-11 დეკემბერს თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში კლასიკური მუსიკის VII ეროვნული კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდა ხაშურის სამუსიკო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე მევიოლინე სოფიო ნოზაძე (პედაგოგი ფატი სადაღაშვილი; კონცერტმაისტერი თამაზ აბრამიძე). ხაშურელი ნორჩი მევიოლინე, რომელიც „ა“ კატეგორიაში გამოდიოდა, პირველი პრემიის ლაურეატი და ვალერიან შიუკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახდა.