- Advertisement -

ხაშურელმა ნორჩმა ფეხბურთელებმა გორში წარმატებით იასპარეზეს

ხაშურის „ივერია 2007“ გორში გამართული გიორგი გაბუნიას ხსოვნის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2007 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები შიდა ქართლის რეგიონიდან.

ნორჩმა “ივერიელბმა“ მწვრთნელების მევლუდ ლომიძის და ვახტანგ ჯაფარაშვილის ხელმძღვანელობით ნახევარფინალში კასპელ თანატოლებს სძლიეს, ფინალში კი გორის

,,დილა" დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულთათვის განკუთვნილი თასიც დაიმსახურეს.

შეჯიბრების ორგანიზატორი იყო გორის საფეხბურთო სკოლა და საფეხბურთო კლუბი ,,გორი"

Comments
Loading...