- Advertisement -

ხაშურის მუზეუმში დიმიტრი ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დიმიტრი ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა „დიმიტრი ყიფიანი-ეპოქის ხუროთმოძღვარი“  გაიხსნა.
მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ცნობილი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, მისი პირადი ნივთები და წერილები გამოიფინა.

გამოფენა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ გახსნა.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესებულმა
პირებმა, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა.

გამოფენა, რომელიც დიდი ქართველი მამულიშვილის ტრაგიკულად აღსრულების 130 წლისთავს ეძღვნება, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Comments
Loading...