- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში ახალი სკოლა აშენდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში ახალი სკოლა შენდება. პროექტის ღირებულება 2 797 635 ლარს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

2017 წლის 28 სექტემბერს , სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენს" შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სოფელ ფლევში აშენდება ახალი სასწავლო კომპლექსი.

ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2018 წლის 22 სექტემბერია.

ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტს დაქვემდენარებული სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლა მიმდინარე ეტაპზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შედეგად განთავსებულია სოფელ ფლევის ე.წ საკრებულოს შენობაში.

Comments
Loading...