- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსაანთუბანში, ბეტონის გზის მოწყობა დასრულებულია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პაპიაშვილის განმარტებით, ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ რუსაანთუბანში 1 120 გრძივი მეტრი გზის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და დაიხაზა საგზაო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, ჯამში, 818 384.00 ლარის ღირებულებისაა.

Comments
Loading...