ხაშურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით უკვე 953-მა მოქალაქემ ისარგებლა ipressრეგიონები დამატების თარიღი 11 მაისი, 2022 0 2022 წლის 4 თვეში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 406 435 ლარი დაიხარჯა. პროგრამით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 953-მა მოქალაქემ ისარგებლა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწლიური სოციალური პროგრამის 22 მუხლის დახმარებით, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. დახმარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს პროგრამაში დამატებულია ახალი მუხლი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების შესახებ. 2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 041 800 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა ბენეფიციარმა მიიღოს.