- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი. მან 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ინფრასტრუქტურული პროექტების მაჩვენებელი, ასევე ყველა პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსება.

„მისასალმებელია, რომ დაგეგმილია ბიუჯეტის მოცულობის ზრდა, რაც დიდად წაადგება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას“, აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და დეპუტატებს ერთსულოვნებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 11 990, 8 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც 1 44, 8 ათასი ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური საკითხები და ახალგაზრდობის ხელშეწყობა. 

Comments
Loading...